Wednesday, 11 April 2018

გაკვეთილის პორტფოლიო


სამოდელო გაკვეთილის გეგმა


მასწავლებლის სახელი, გვარი: თეიმურაზ სახელაშვილი, თამარ აბულაძე.
საგანი: ბიოლოგია, ისტ
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 19
გაკვეთილის თემა: სისხლის  მიმოქცევის  სისტემა

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს:
Ø    აპლიკაციაზე (რესურსის  დახმარებით ) ადამიანის სისხლის მომოქცევის სისტემის ამოცნობა;
Ø    სისხლის მიმოქცევის მნიშვნელობაზე  მსჯელობა;
Ø    გულისა  და სისხლძარღვების  ფუნქციების  განსაზღვრა    სისხლის  მიმოქცევაში;
Ø    ვირტუალური რეალობის სათვალის  გამოყენება   გულის  მუშაობის პრინციპის სადემონსტრაციოდ
Ø    ვირტუალური რეალობის სათვალის გამოყენება, სისხლის მიმოქცევის სადემონსტრაციოდ;
Ø    გამოყენებული  აპლიკაციების  საფუძველზე   აღწეროს, გააკეთოს დასკვნები, იმსჯელოს ,  შექმნას ანალოგიური სქემები.



აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
1
მაწავლებელი  ესალმება კლასს  და აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს 
ვერბალური  კომუნიკაცია
მთელ
კლასი
ფორმატის  ფურცელი
2წთ
2.
A  ფაზა–გამოწვევა
მასწავლებელი პროექტორის საშუალებით, მოსწავლეებს აჩვენებს სლაიდს და სვამს შეკითხვებს:
როგორი  შედგენილობა  აქვს  სისხლს?
რა  ფუნქცია აქვს სისხლს და როგორ  ასრულებს სისხლი  თავის   ფუნქციას?
მოსწავლეები  პასუხობენ კითხვებს  სისხლის შედგენილობაზე და მის  ფუნქციაზე.
გონებრივი
იერიში + ვიზუალიზაცია
მთელ
კლასთან
3წთ
3
B ფაზა–ცოდნის კონსტრუირება
მასწავლებელი  სთავაზობს ინოვაციური  რესურსის  გამოყენებით    ამოიცნონ  საგაკვეთილო თემა:
მასწავლებელი აძლევს  ნაბიჯ–ნაბიჯ რესურის გამოყენების ინსტრუქციას. მასწავლებლი ირჩევს 4 მოსწავლე ასისტენტს, მათი დახმარებით  თითოეულ  მოსწავლეს ეძლევათ QR–კოდი (აგრეთვე კოდი გამოტანილია პროექტორზედაც) და ვირტუალური რეალობის  სათვალე. მასწავლებლის ინსტრუქტაჟის მიხედვით, მოსწავლეები კოდის გამოყენებით  ინტერნეტიდან  ჩამოტვირთავენ   შესაბამის აპლიკაციას  თავიანთ  მობილურ  ტელეფონებში  და  ტელეფონს მოათავსებენ ვიარ  სათვალეში.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს  ჩაიხედონ სათვალეში,  დაათვალიერონ  აპლიკაცია და  განსაზღვრონ რა იქნება გაკვეთილის  თემა.
აპლიკაციით  არის  წარმოდგენილი გული, მისი  ფუნქციონირება, სისხლის მიმოქცევის   წრეები,
სისხლძარღვები. (იხილეთ აპლიკაცია)
 გაკვეთილის  თემის  დასახელების  შემდეგ მასწავლებელი აცნობს  მოსწავლეებს  გაკვეთილის  მიზნებს (სლაიდის მეშვეობით) და  შეფასების კრიტერიუმებს (ურიგებს ბეჭდური სახით).
 მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს  დააკვირდნენ გულის  ჭრილს  და აღწერონ  მისი  აგებულება.
შემდეგ აძლევს    დავალებას მოსწავლეებს, დააკვირდნენ გულის შეკუმშვებს  და  ისაუბრონ  გულის  ციკლზე.
ყოველი დავალების შემდეგ მოსწავლეები  აკეთებენ ჩანახატს წინასწარ დარიგებულ ფლიპჩარტზე, აპლიკაციის  მიხედვით  და  გულის  ნაწილებს  უკეთებენ შესაბამის  დასახელებებს.
ვიზუალიზაცია

კითხვა–პაუხი
ინდივიდუალური
ინტერნეტი,
19
ვიარ სათვალე,
აპლიკაცია
19 მობილური
ტელეფონი,
ფლიპჩატები,
მარკერები.
ფურცლები.



15 წთ
არებს.
   მასწავლებელი  მოსწავლეებს  სთავაზობს ვიარ სათვალის გამოყენებით აპლიკაციაში ყურადღება მიაქციონ  სისხლძარღვებს, სთხოვს დაახასიათონ ისინი.
მასწავლებელი აპლიკაციის  გამოყენებით მოსწავლეებს  აცნობს   სისხლის მიმოქცევის  დიდ  და მცირე  წრეეებს.
მინი–ლექცია
მთელი კლასი
ვიარ სათვალე,
19 მობილური
ტელეფონი,
6 წთ
4.
მასწავლებელი (გათვლის მეთოდით) ჰყოფს კლასს  4 ჯგუფად. თითოეულ  ჯგუფს  აძლევს  სხვადასხვა  ტიპის დავალებას და ინსტრუქციას. აძლევს  დროს. ჯგუფის პრეზენტატორები  აკეთებენ შესრულებული დავალების  პრეზენტაციას.
დანართი 1
პრეზენტაცია
ჯგუფური  მუშაობა
ფლიპჩარტი
მარკერი
10წთ
5.
C ფაზა-რეფლექსია
გაკვეთილის შეჯამებისის მიზნით მასწავლებელი იყეებს მეთოდს - 3,2,1. მოსწავლეებს სთხოვს დაასახელონ: სამი რამ რა ცაც ყველაზე მეტად დაამახსოვრდა.  ორი რამ, რაც ახალი იყო და ერთი რაზეც მეტი უნდათ, რომ იცოდნენ. მასწავლებელი ავსებს 3,2,1 ცხრილს მოსწავლეების პასუხების მიხედვით. ხდება მსჯელობა და დასკვნების გამოტანა.


კითხვა-პასუხის რეჟიმი.
მთელი
კლასი

4წთ
6.
მოსწავლეების შეფასება:
დანართი2
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ შეფასებას.

შეფასების რუბრიკით აძლევს  განმსაზღვრელი ტიპის შეფასებას.

რესურსის  შეფასება
 აპლიკაციის გამოყენებით მოსწავლეთა  ჩართულობის ხარისხი და  ახალი მასალის გაგება–გააზრება.

ვერბალური  კომუნიკაცია.


შეფასების რუბრიკები
3წთ

საშინაო დავალება
მასწავლებელი აძლევს დავალებას მოსწავლეებს,
მოიძიონ  ინფორმაცია გულ-სისხლძარღვოვან  დაავადებებზე.
ვერბალური  კომუნიკაცია.
ვიზუალიზაცია

2წთ

დანართი1.
I  ჯგუფი
აღწერეთ  და  სქემატურად  გამოსახეთ  გზა,  რომელსაც  ერითროციტი  გაივლის  მარცხენა პარკუჭიდან გულში  დაბრუნებამდე. როგორ  იცვლება  სისხლის  შედგენილობა  ამ დროს?
II ჯგუფი
აღწერეთ   და  სქემატურად  გამოსახეთ  გზა,  რომელსაც  ერითროციტი  გაივლის  მარჯვენა  პარკუჭიდან  გულში  დაბრუნებამდე. როგორ  იცვლება  სისხლის  შედგენილობა  ამ დროს?

III  ჯგუფი
შეავსეთ  ცხრილი
გულის ციკლის
ფაზები
ხანგრძლივობა
წინაგულების
მდგომარეობა
პარკუჭების
მდგომარეობა
კარიანი
სარქველების
მდგომარეობა
ჯიბისებრი
სარქველების
მდგომარეობა



















IV  ჯგუფი   
ექიმთან  მივიდა  პაციენტი, რომელსაც  დაუდგინეს კარიანი  სარქველების დეფექტი. რა  შეიძლება გამოიწვიოს  ამ  დარღვევამ?

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ბიოლ.VIII.5.  მოსწავლეს  შეუძლია  დაახასიათოს  ადამიანის  ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური  თავისებურებები
შედეგი  თვალსაჩინოა თუ  მოსწავლე: 
ილუსტრაციაზე  ან მაკეტზე ამოიცნობს ადამიანის ორგანოთა  სისტემებს და მსჯელობს  მათ  ფუნქციებზე.
აკავშირებს  ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა  სისტემასთან  და  ასახელებს  მის  ძირითად  ფუნქციებს.
იყენებს ან  ქმნის ორგანოთა სისტემების  მოდელს/სქემას მათი  მოქმედების პრინციპის სადემონსტრაციოდ .






 დანართი 2
გაკვეთილის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
დაბალი
(5-6)
საშუალო
(7-8)
მაღალი
(9-10)
მთავარი თემა
მოსწავლე ვერ ამოიცნობს მთავარ თემას, საკითხს
მოსწავლე ნაწილობრივ ამოიცნობს მთავარ თემას, საკითხს
მოსწავლე სრულიად ამოიცნობს მთავარ თემას, საკითხს
ვიარ    რესურსის
გამოყენებით
მსჯელობს 
სისხლის მიმოქცევის ორგანოების
ფუნქციაზე და მნიშვნელობაზე
მოსწავლე  ვიარ რესურსით  ვერ მსჯელობს სისხლის მიმოქცევის  ფუნქციასა და მნიშვნელობაზე
მოსწავლე ნაწილობრივ იყენებს  ვიარ  რესურს და ნაწილობრივ
მსჯელობს სისხლის მიმოქცევის  ფუნქციასა და მნიშვნელობაზე
მოსწავლე სრულად იყენებს  ვიარ  რესურს და  უშეცდომოდ
მსჯელობს სისხლის მიმოქცევის  ფუნქციასა და მნიშვნელობაზე
სქემატურად გამოსახავს
და   აღწერს
სისხლის მიმოქცევის
წრეებს  და გულის მუშაობის პრინციპს


მოსწავლე ვერ გამოსახავს    სქემატურად  და ვერ  აღწერს
სისხლის მიმოქცევის
წრეებს  და გულის მუშაობის პრინციპს

მოსწავლე ნაწილობრივ  გამოსახავს    სქემატურად  და ნაწილობრივ აღწერს
სისხლის მიმოქცევის
წრეებს  და გულის მუშაობის პრინციპს

მოსწავლე სრულად  გამოსახავს    სქემატურად  და   აღწერს
სისხლის მიმოქცევის
წრეებს  და გულის მუშაობის პრინციპს





ჯგუფური მუშაობის 
შეფასების სქემა
კრიტერიუმები
დაბალი
(5-6)
საშუალო
(7-8)
მაღალი
(9-10)
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებული იყო,მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო,ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
ჯუფის წევრთა ჩართულობა
მხოლოდ ერთი-ორი მოსწავლე აქტიურობდა
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი აქტიური იყო
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და იმუშავეს ნაყოფიერად
ჯგუფის წევრთა შორის ურთიერთობა
ჯგუფის აქტიურ და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობა იძაბებოდა
ჯგუფის წევრებს შორის ძირითადათ პოზიტიური ურთიერთობა იყო
ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობა








პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა



კრიტერიუმები
დაბალი
(5-6)
საშუალო
(7-8)
მაღალი
(9-10)
შესავალის გაკეთება
არ არის მცდელობა აუდიტორიის დაინტერესებისათვის
საინტერესოდ არის მოწოდებული
მოძიებული დამატებითი მასალა  იწვევს       აუდიტორიის ინტერესს.
თემის  წარმოდგენა   აუდიტორიისთვის.
ნაწილობრივად  გასაგებია  და განმარტებას  მოითხოვს.
ლოგიკურად  არის  აგებული  შეიმჩნევა  მცირე    ხარვეზები.
თემა  ლოგიკურად  არის  აგებული, წარმოდგენილი  და  გასაგები.
აუდიტორიასთან კონტაქტი.
პერიოდულად ამყარებს კონტაქტს.
ამყარებს აუდიტორიასთან კონტაქტს.
კარგად ფლობს კომუნიკაციების უნარს.
ვიარ რესურსის გამოყენება
იყენებს შეუსაბამოდ.
ნაწილობრივ შეესაბამება შინაარსს.
სრულად შეესაბამება შინაარსს.
აუდიტორიასთან კითხვა პასუხი.
პასუხები არ არის კარგი და გამართული.
თითქმის ყველა კითხვას პასუხობს.
ყველა კითხვას პასუხობს.




რესურსის  შეფასების  რუბრიკა
                                     კრიტერიუმები
1
2
3
რესურსი  ეხმარება  მოსწავლეს  მასალის უკეთ  გაგებასა  და გააზრებაში



იყენებენ  სხვადასხვა ინტელექტის მოსწავლეები



სასწავლო  პროცესი საინტერესო და სახალისო



იზრდება მოსწავლეთა  ჩართულობა



გამოყენების  არეალი  ფართოა 



რესურსი  იძლევა ინტეგრირების  საშუალებას



მოსწავლეებს  უვითარებს  სწავლის  უნარებს  და  სტრატეგიებს



უსაფრთხოა






1–ცუდი
2–საშუალო
3–კარგი

 აპლიკაციის ვიდეო ვერსია



გაკვეთილის ვიდეო ვერსია:





No comments:

Post a Comment